ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ევროპასა და საქართველოზე ღია გაკვეთილი ჩაატარეს
02-03-2018
ხოჯორნის საჯარო სკოლის XI კლასში ღია გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილის თემა იყო ევროპა და საქართველო__მშობლები და შვილები /მშობლებისა და შვილების წერილები.

მოსწავლეებმა თავდაპირველად ისაუბრეს ევროკავშირზე, მის როლზე საქართველოსთან მიმართებაში, გაიხსენეს პირველი ევროპელები მზია და ზეზვა, ქართველი დიპლომატი სულხან-საბა ორბელიანი და ქართველი მწერლები, რომელთაც განათლება ევროპაში ჰქონდათ მიღებული.

მათ ისაუბრეს აგრეთვე კულტურულ ღირებულებებზე ევროპასა და საქართველოში. გაიხსენეს ანა ფრანკის დღიურებიდან მისი დამოკიდებულება მშობლებისადმი. განიხილეს მიხეილ ჯავახიშვილისა და ინგლისელი დიპლომატის ლორდ  ჩესტერფილდის წერილები. აღმოაჩინეს  ევროპელი და ქართველი მამების ერთნაირი დამოკიდებულება შრომის,ცოდნის,სიკეთის,პატიოსნების,თავმდაბლობისადმი. 

გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, რიმა გარიბიანი, მოადგილე ლევონ გარიბიანი,სომხურ-აზერბაიჯანული სექტორის ქართული ენის პედაგოგები ანაიტ ასატრიანი და ანარ შარიფოვი.

დამსწრეთა თქმით, გაკვეთილი საინტერესო იყო იმითაც, რომ მოსწავლეებმა თამამად დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები და საინტერესო იყო ლუსინე არზუმანიანის პოსტერი ევროპა-საქართველოს თემაზე.

გაკვეთილის ბოლოს დამსწრე საზოგადოებამ გაკვეთილის ავტორს ლალი მარგიანს და მოსწავლეებს მადლობა გადაუხადეს.​

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203