პროფესიული კვალიფიკაციის განვითარების ახალი მეთოდოლოგია შემუშავდა
17-03-2022

პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით, შემუშავდა პროფესიული კვალიფიკაციების განვითარებისა და გადახედვის ახალი მეთოდოლოგია, რომლის წარდგენა და საჯარო განხილვა ონლაინ ფორმატში გაიმართა.

მეთოდოლოგია, რომლის მიზანია საქართველოს პროფესიული კვალიფიკაციების სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, მოდერნიზაცია და საერთო ევროპულ სივრცეში მისი ინტეგრაციის ხელშეწყობა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ მხარდაჭერით შემუშავდა. მეთოდოლოგია ეფუძნება როგორც ქვეყანაში დღემდე არსებულ გამოცდილებას, ასევე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. მნიშვნელოვანია, რომ მეთოდოლოგიის ფარგლებში, სისტემაში არსებულ გამოწვევებზე რეაგირების რეალური გზებია შემუშავებული.

ღონისძიებაში მონაწილეობდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი თამარ ქიტიაშვილი და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი ლიდია ქრისტმანი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203