როდის გამოცხადდება პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია და რა უნდა იცოდეთ
11-04-2022

მშობლების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გთავაზობთ ინფორმაციას პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა. 

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია  17 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები:

▪ მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;

▪ მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2022-2023 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი1 ოქტომბრამდე შეუსრულდებათ - აღნიშნული გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ და პარლამენტის განათლების კომიტეტმა ერთობლივად მიირეს. კანონს კომიტეტი დაჩქარებული წესიტ განიხილავს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203