ბაღში დასაქმება არცთუ მარტივია, 2024 წლის 1 სექტემბრიდან კი დასასაქმებელი აღმზრდელ-პედაგოგის მიმართ მოთხოვნები უფრო მკაცრდება და უმაღლესი განათლება სავალდებულო ხდება. კერძოდ, აღმზრდელ-პედაგოგი უნდა ფლობდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;
ასევე ფლობდეს, სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, ხელოვნების მიმართულებით და გავლილი ჰქონდეს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულებით გადამზადება.
აღმზრდელ-პედაგოგი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის განათლებისათვის „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგი კი უნდა ფლობდეს უმაღლეს ან პროფესიულ სამუსიკო განათლებას და გავლილი ჰქონდეს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულებით გადამზადება.