ხელფასი 11.3%-ით გაიზარდა - ვის აქვს ყველაზე მაღალი ანაზღაურება
18-03-2022
2021 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.3 პროცენტით ანუ149.1 ლარით გაიზარდა და 1 463.8 ლარი შეადგინა - აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა. 

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 431.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 20.5 პროცენტით);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 270.2 (გაიზარდა 3.2 პროცენტით);
• მშენებლობა – 2 209.5 ლარი (გაიზარდა 7.2 პროცენტით).
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 133.0 ლარი (გაიზარდა 5.5
პროცენტით).

აღსანიშნავია, რომ გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით ხელფასები განათლების სფეროშიც გაიზარდა, თუმცა მონაცემთა შკალაზე განათლებაში დასაქმებულთა ანაზღაურება მაინც ყველაზე დაბალია. ყველაზე მაღალი ანაზღაურება საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს აქვთ. 

2021 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 180.9 ლარით (12.8%) გაიზარდა და 1 597.8 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 502.3 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 18.4 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 394.2 ლარი, გაიზარდა 3.2 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203