ბავშვები ბაღში ელექტრონული რეგისტრაციის გარეშე ჩაირიცხებიან - ცვლილება უკრაინელებს შეეხება
18-03-2022

2022 წლის 1-ელ იანვრამდე საქართველოში შემოსული 2-დან 6 წლამდე ასაკის უკრაინელი ბავშვები, საჯარო ბაგა-ბაღებში ელექტრონული რეგისტრაციისა და ბინადრობის ნებართვის გარეშე ჩაირიცხებიან - საკითხზე საკრებულო იმსჯელებს.

კერძოდ, ცვლილების მიხედვით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, 2022 წლის 01 იანვრამდე საქართველოში შემოსული 2-დან 6 წლამდე ასაკის უკრაინის მოქალაქეები, დროებითი ცხოვრების უფლების, ბინადრობის ნებართვის ან/და ბინადრობის უფლების მაძიებლის სტატუსის ქონის შემთხვევაში სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში რეგისტრაციას ელექტრონული ფორმის შევსების გარეშე დაექვემდებარებიან.

კომისიის თავმჯდომარის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილება საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების კეთილდღეობასა და მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.

უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, დროებითი ცხოვრების უფლების, ბინადრობის ნებართვის ან/და ბინადრობის უფლების მაძიებლის სტატუსის ქონის შემთხვევაში სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში რეგისტრაციას ელექტრონული ფორმის შევსების გარეშე დაექვემდებარებიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203