ბავშებისთვის საბავშვო ბაღი გარესამყაროსკენ გადადგმული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. პატარების ნაწილი იქ თავს კომფორტულად გრძნობს, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც ბაღი სძულს და ამის გამო ყოველ დილით ტირის.
საინტერესოა, ასეთ შემთხვევაში მშობელს რისი გაკეთება შეუძლია. შეიძლება იფიქროთ, რომ ბავშვს კონკრეტული გარემო არ მოსწონს, ამ დროს შეგიძლიათ ის სხვაგან გადაიყვანოთ. მაგრამ, სანამ მას ბაღს შეუცვლით, გაანალიზეთ სიტუაცია და გაიგეთ თქვენი შვილის ქცევის რეალური მიზეზი.
არსებობს რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებითაც, შესაძლოა, თქვენს შვილთან ეს პრობლემა მოაგვაროთ.
დაუსვით საკუთარ თავს კითხვები, რომლებიც დაგეხმარებათ გაიგოთ, რატომ არ მოსწონს თქვენს შვილს სკოლამდელ დაწესებულებაში სიარული.
და ბოლოს, მიეცით ბავშვებს დრო. მათ ახალ გარემოსთან შესაგუებლად დროის გარკვეული მონაკვეთი სჭირდებათ. თავიდან ბაღში მთელი დღე არ დატოვით ხოლმე, საკმარისია რამდენიმე საათიც. ასე გარემოს უკეთ შეეგუება და თქვენთან განშორება ნაკლებად გაუჭირდება.