თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში უცხო ენის კლუბმა დისკუსია თემაზე: „სკოლა გუშინ, დღეს, ხვალ“ გამართა
02-03-2018

თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში უცხო ენის კლუბმა, სკოლის სააქტო დარბაზში დისკუსია თემაზე: „სკოლა გუშინ, დღეს, ხვალ“გამართა . დისკუსიაში მონაწილეობდნენ მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები.

მასწავლეებმა მოიძიეს სათანადო ინფორმაცია, როგორც წიგნებიდან ასევე ინტერნეტ საიტების საშუალებით. ისაუბრეს როგორი იყო სკოლები წინა საუკუნეებში და გაავლეს პარალელები დღევანდელ სკოლებთან. აღნიშნეს, რომ უწინ ყველას არ ჰქონდა საშუალება მიეღო განათლება, წერა-კითხვის უცოდინართა რაოდენობა მნიშვნელოვნად დიდი იყო. ხაზი გაუსვეს სწავლების განსაკუთრებით მკაცრ მეთოდებს, გაიხსენეს აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“. კერძოდ, გიმნაზიაში სწავლის პერიოდი. ასევე, ვაჟა-ფშაველას ავტობიოგრაფიული ნაწარმოები „ჩემი წუთისოფელი“.

მოსწავლეებმა რუსულ და ინგლისურ ენაზე გადმოსცეს აზრი, თუ როგორ წარმოუდგენიათ სკოლა ათი-ოცი წლის შემდეგ. დისკუსია საინტერესოდ წარიმართა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203