18 მარტს, „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ქალაქის N4 საბავშვო ბაგა-ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფში ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია ჩატარდა.
პრეზენტაციის თემა გახლდათ - „ნარჩენების მართვა“. აღნიშნული თემა სასკოლო მზაობის დამატებითი პროგრამიდან - „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ შეირჩა.
აღსანიშნავია, რომ წყალტუბოს N4 საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზნით აღმზრდელ-პედაგოგები პატარებს მრავალფეროვან გარემოსდაცვით აქტივობებს სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები: