პედაგოგებისთვის გამოცდები სავარაუდოდ ივლისში ჩატარდება. მიუხედავად იმისა, რეგისტრაცია ჯერ ჯერ არ დაწყებულია უკვე ცნობილია, რა აპლიკანტებს რა თანხის გადახდა მოუწევთ გამოცდაზე გასასვლელად. ასევე, ცნობილია, რა ეღირება რეგისტრაცია ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებისთვის.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აბიტურიენტებისთვის თითო საგანზე რეგისტრაცია 10 ლარი ეღირება, მოქმედი მასწავლებლები უფასოდ დარეგისტრირებას შეძლებენ, ხოლო მასწავლებლობის მსურველებს კი 50 ლარის გადახდა მოუწევთ.
ასევე ცნობილია, რომ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 10 ლარი იქნება გადასახდელი, ხოლო სამაგისტროზე რეგისტრაცია 50 ლარი ეღირება.