აბიტურიენტთა ნაწილი, გარდა სავალდებულო საგნებისა, რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდაზე გასვლას აპირებს, რადგან დამატებით ორი ან მეტი არჩევითი საგნის ჩაბარება სასურველ პროგრამაზე ჩარიცხვის შესაძლებლობას ზრდის თუ აბიტურიენტის მიერ არჩეული საგნები ამ კონკრეტულ პროგრამას შეესაბამება.
რა მოხდება, თუ აბიტურიენტი, რომელიც არჩევითი საგნებიდან ორ საგანს აირჩევს, ერთ-ერთში ჩაიჭრება? კარგავს თუ არა ასეთ დროს აპლიკანტი გრანტის მიღების შანსს? - კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხობს.
„თუ აბიტურიენტი ირჩევს ორ ან მეტ საგანს, ის ამდენჯერვე იღებს ჩარიცხვებში მონაწილეობას. საგრანტო კონკურსის დროს კი, თუ ერთ-ერთ მათგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ან გამოცდაზე არ გამოცხადდება, ინარჩუნებს ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას“, - აცხადებენ „ნაეკში“.
მინიმუმ რამდენი ქულა უნდა აიღოს აპლიკანტმა, რომ გრანტი დაიმსახუროს?
გრანტის მიღება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი შედეგები ექნებათ გამოსაცდელებს. დაფინანსების მიღების შანსი იზრდება, თუ აბიტურიენტი გამოცდებზე 50-60%-იან ზღვარს გადალახავს.