ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესში ცვლილებები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით შევიდა.
იმ შემთხვევაში, თუ აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით სახელმწიფო სასწავლო გრანტი განაწილდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ პირზე, ამ პირთან მიმართებით ცენტრი უფლებამოსილია ნაწილობრივ ბათილად ცნოს აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტი.
ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტში ამ მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევით შეყვანილ პირზე განაწილებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა ბრუნდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.