„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ სოფელ ფარცხანაყანევის N7 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა უკვე კარგად იციან, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან.
ბაღის პატარებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღნიშნეს. ბავშვები სხვადასხვა სახალისო და შემეცნებით აქტივობებში ჩაერთნენ, მათ შორის ჭრელი წინდების კამპანიას შეუერთდნენ და ლოზუნგით - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ პლაკატი დაამზადეს.
აღსანიშნავია, რომ ფარცხანაყანევის N7 საბავშვო ბაღში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. აღმზრდელ-პედაგოგები პატარებს მრავალფეროვან შემეცნებით, საგანმანათლებლო და განმავითარებელ აქტივობებს სთავაზობენ.
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს მსოფლიო 21 მარტს აღნიშნავს.
იხილეთ ფოტოები: