ლანჩხუთის ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა სოლიდარობა „მზის შვილებს“
21-03-2022

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ბაგა-ბაღებში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღნიშნეს. 

ლანჩხუთის ბაგა-ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებმა პატარებს შემეცნებითი, საინტერესო და სახალისო აქტივობები შესთავაზეს.

ბავშვებმა სოლიდარობა გამოუცხადეს „მზის შვილებს“, პლაკატები დაამზადეს, ჭრელი წინდების კამპანიაში ჩაერთნენ და ფოტოები გადაიღეს.

„დღეს მზის შვილების დღეა,
მზე გვათბობს ჩვენ,
ჩვენ ერთმანეთს,
ჩვენ ერთმანეთს ვამხნევებთ,
ვიმეგობრებთ, ვიერთგულებთ,
არ დავითვლით ქრომოსომებს!“ - ასეთია პატარების გზავნილი. 

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 2011 წლიდან 21 მარტს აღინიშნება. 

მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203