დადგენილია, რომ სტატუსიანმა პედაგოგებმა სავალდებულო ტრენინგები უნდა ჩააბარონ. უფროსი მასწავლებლებისთვის 20-საათიანი, წამყვანებისთვის 12, ხოლო მენტორებისთვის 6-საათიანი ტრენინგებია გაწერილი, თუმცა საინტერესო ისაა, შეუძლიათ თუ არა მასწავლებლებს გაცდენა და რა ხდება ასეთ შემთხვევაში.
როგორც ცნობილია, პედაგოგებს აქვთ ვალდებულება ტრენინგების მინიმუმ 70 პროცენტს დაესწრონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მასწავლებლის სახლის სერტიფიკატს ვერ მიიღებენ, თუმცა არსებობს გამონაკლისიც - თუ ვთქვათ ტრენინგზე დასწრებას ვერ ახერხებს, მასწავლებელმა უნდა მიმართოს ტრენერს და მან უნდა გადაანაწილოს სხვა ჯგუფში.
გასათვალისწინებელია, რომ „თიმსი“ ავტომატურად აღრიცხავს მასწავლებლების ტრენინგზე დასწრებას, ამიტომ გაცდენის შემთხვევაში, მათ თადარიგი აუცილებლად უნდა დაიჭირონ.