ბაღებმა ახალი აღსაზრდელები მიიღეს
23-03-2022

უკრაინიდან ჩამოსული ბავშვების ბაღში მიღების წესი გამარტივდა - ისინი სააღმზრდელო დაწესებულებებში ელექტრონული რეგისტრაციის გარეშე მივლენ, თუმცა როგორც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში etaloni.ge-ს განუმარტეს, ეს წესი შეეხებათ მხოლოდ 2022 წლის იანვრის შემდეგ საქართველოში ჩამოსულ უკრაინის მოქალაქე პატარებს. 1 იანვრამდე ჩამოსულებისთვის კი ის წესი გავრცელდება, რომელიც უცხოელი მოქალაქეების ადგილობრივ ბაღში რეგისტრაციას არეგულირებს.

ამ ეტაპისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, 12 უკრაინელი ბავშვია განაწილებული ბაღში; ზოგადად, როგორც ბაღების სააგენტოში აცხადებენ, ამ ბავშვებისთვის ცალკე ჯგუფები არ შეიქმნება, ისინი ინტეგრირებულნი იქნებიან ადგილობრივ აღსაზრდელებთან; მით უმეტეს, რომ ყველა ბაღს ჰყავს ფსიქოლოგი, სპეცმასწავლებელი... რომლებიც დაეხმარებიან უკრაინიდან ჩამოსულ პატარებს, იოლად ადაპტირნენ ახალ გარემოსთან.

ბაღების სააგენტოში არ მიაჩნიათ, რომ ენობრივი ბარიერი რაიმე პრობლემას შექმნის, როგორც გვითხრეს, საკმაოდ ბევრი უცხოელი სწავლობს და ბავშვები ყველაზე მარტივად ითვისებენ უცხოურ ენას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203