მინაძის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ, გვანცა თანიაშვილმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I საფეხურის ტესტირებაში მიიღო მონაწილეობა.
გვანცამ, როგორც „მამულიშვილმა“ ტესტის საშუალებით ობიექტურად შეაფასა საკუთარი ცოდნა და უნარ-ჩვევები. ტესტირების შედეგად მან მოიპოვა 65 ქულა.
ეტალონის ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის ყველა მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებებს.