სკოლებსა და ბაღებში პირბადეები მოიხსნა? - საკოორდინაციო საბჭომ სამედიცინო ნიღბებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
22-03-2022
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა:
„28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნებული იქნება“
ბუნებრივია, ეს ცვლილება არ ეხება სკოლებსა და ბაღებს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დასძინა, დახურულ სივრცეებში პირბადეები კვლავ უნდა ვატაროთ. მეტიც - გამყრელიძემ გასცა რეკომენდაცია, ღია სივრცეშიც კი, სადაც ბევრი ხალხი იკრიბება, სასურველია, სამედიცინო ნიღბები მოსახლეობას მაინც ეკეთოს.