დიდი სმადის საჯარო სკოლაში VII კლასის მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია თემაზე:
„უნდა გაუშვას თუ არა მასწავლებელმა წესრიგის დამრღვევი მოსწავლე გაკვეთილიდან“.
მასწავლებელმა წინასწარ რამდენიმე დღით ადრე მოსწავლეებს გააცნო სადისკუსიო თემა.
მათ ერთად მოაწყვეს საკლასო ოთახი სადისკუსიოდ და შეიმუშავეს ჩატარების წესები, რომელიც განათავსეს თვალსაჩინო ადგილას.
დისკუსიის მიზანი იყო მოსწავლეები ჩაღრმავებოდნენ სკოლის შინაგანაწესს, გამოეთქვათ თავისუფლად საკუთარი აზრი, არგუმენტირებული მსჯელობით გამოეტანათ დასკვნები. მოსწავლეები დისკუსიის ბოლოს მივიდნენ შეთანხმებამდე.
დისკუსიას დაესწრო სკოლის დირექტორი, რომელმაც მოსწავლეებს მოუწონა სადისკუსიო თემა.
მან კიდევ ერთხელ ისუბრა როგორც მოსწავლეების მოვალობებზე, ასევე მასწავლებლის უფლება- მოვალეობებზე.
იხილეთ ფოტოები