ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში ერთერთი მიტოვებული შენობიდან მოზარდი გადავარდა
05-03-2018
ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში ერთერთი მიტოვებული შენობიდან მოზარდი 2 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ბავშვი თავის ქალის ტრავმით ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცაიშის საჯაროს სკოლის დირექტორის, მამუკა დაგარგულიას თქმით, 15 წლის მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია:

„ბავშვს ფეხი დაუცდა და 2 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. მცირე დაზიანება მიიღო თავის არეში. მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, კარგად არის. მიტოვებულ შენობაში გაუვლიათ ბავშვებს. ეს არის ე.წ. აბაზანების შენობა, ასე ვეძახით, ადრე აბაზანებს იღებდნენ დამსვენებლები. ახლა აღარ ფუნქიონირებს, ნახევრად დანგრეული შენობაა. ბავშვს თვითონაც უკვირს, როგორ მოუვიდა ეს ამბავი. იგი რჩება საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ,“ - აღნიშნა ცაიშის სკოლის დირექტორმა მამუკა დაგარგულიამ Etaloni.ge-სთან საუბრისას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203