განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მშობლებს აფრთხილებს, რომ სწავლის ფორმატს შეცვლისთვის რეგისტრაციის გასავლელად მონაცმები სწორად უნდა შეიყვანონ.
ყოველი კვირის ხუთშაბათს, 00:00 საათიდან 18:00 საათამდე, საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა ეძლევათ, დარეგისტრირდნენ ან გააუქმონ რეგისტრაცია ონლაინ სწავლებაზე, მისამართზე: https://online.emis.ge
რეგისტრაციის ან მის გასაუქმებლად, საჭიროა მშობლისა და მოსწავლის პირადი ნომრები, რომლებიც უნდა ემთხვეოდეს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) არსებულ ინფორმაციას.
ასევე, უსაფრთხოების ნორმების გაძლიერებისთვის, პირადი ნომრების შეყვანის შემდეგ, მშობელს საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომერზე გადაეგზავნება ერთჯერადი კოდი.
გაითვალისწინეთ, თუ მშობლის ნომერი არასწორია ან ის შეიცვალა, დაუყოვნებლივ აცნობოთ სკოლის ადმინისტრაციას, რათა ინფორმაცია ბაზაში სწორად აისახოს და შეძლოთ მოსწავლის რეგისტრაცია ან რეგისტრაციის გაუქმება.