ახალციხის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ შესარჩევ ტურში აქტიურად ჩაერთნენ
05-03-2018
ახალციხის N3 საჯარო სკოლაში „ეტალონის“ პირველი ტური ჩატარდა. 

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.


მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

როგორც „ეტალონის“ პედაგოგები აღნიშნავენ, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ინტელექტ-ჩემპიონატის შესარჩევ ტურში, მაქსიმალურად წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა და ახლა უკვე მოუთმენლად ელოდებიან თუ ვინ გახდება „ახალციხის ეტალონი მოსწავლე“. 

შეგახსენებთ, „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203