2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე ავტორიზაცია ყველა სკოლა უნდა ჰქონდეს გავლილი. თუმცა განათლების სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი თვლის, რომ რეალურად საჯარო სკოლებს სულაც არ სჭირდებათ დამატებით ავტორიზაციის გავლა, ვინაიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებულაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სამინისტრო იღებს.
რატომ არ სჭირდებათ ავტორიზაცია საჯარო სკოლებს? სკოლის ლიდერთა ასოციაციის ხელძღვანელი ელიზაბედ ბადაშვილი ამისთვის 6 კონკრეტულ მიზეზს ასახელებს.
1. სკოლას აფუძნებს სახელმწიფო/სამინისტრო.
2. დირექტორს სამინისტრო არჩევს.
3. მასწავლებლების კვალუფიკაციას და არჩევის წესს სამინისტრო ადგენს.
4. მასწავლებლის გადამზადებას და ტრენინგებს სამინისტრო აორგანიზებს.
5. მე-3 თაობის ესგ-ეს დანერგვას საჯარო სკოლებში სამინისტრო ახორციელებს, რაზედაც დიდ რესუსრსს ხარჯავს.
6. ყველა რაიონში ფუნქციონირებს რესურსცენტრები, დამატებით კი ქოუჩები და ტრენერები - საგნობრივი მხარდაჭერისთვის და სხვა.
„ჰხოდა,რა საჭიროა კიდევ ავტორიზაცია, იმ დროს როდესაც ხარისხის სამსახური - ავტორიზაციას ვერ შეუჩერებს საჯარო სკოლას და ისევ სამინისტროს მიმართავს, რომ განიხილოს საკითხი თავისი დაფუძნებული სკოლის არსებობის მიზანშეწონილობის შესახებ! ვერ წარმომიდენია საჯარო სკოლა დახურონ და თუ სკოლა სტანდარტებს ვერ ასრულებს, ამხელა სტრუქტურა რას აკეთებს, თუ 2 ან 3 ექსპერტს 3 დღეში შეუძლია, შეამოწმოს და დადოს დასკვნა? ჩვენი აზრით, ეს ზედმეტი ხარჯია..."