ტესტები, სწორი პასუხები და მაქსიმალური ქულები ცნობილია - „ნაეკი“
23-03-2022
2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-სა და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის პირველ 10 მონაწილეს შორის.
 
 
 
 
 
აპელაციის პროცესის შემდეგ მესამე ტურში გადამსვლელი ქულები შესაძლებელია შეიცვალოს.
 
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადი მიიღება 24 და 25 მარტს. 
 
ოლიმპიადის მონაწილემ განაცხადი უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: gancxadebebi@naec.ge იმისათვის, რომ ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ კორესპონდენციებს მიეცეს მსვლელობა, განაცხადის ფორმა უნდა იყოს შევსებული, ხელმოწერილი და დასკანერებული. 
 
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ოლიმპიადის მონაწილის ნაშრომს შეიძლება მოემატოს ქულა, დააკლდეს ან დარჩეს უცვლელი.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203