საუბრისას არცთუ იშვიათად ვუშვებთ შეცდომებს, რომლებიც შემდეგ წერის დროსაც გვხვდება და საბოლოოდ, ეს გრამატიკული შეცდომები ენას ამახინჯებს. ამჯერად გთავაზობთ ყველაზე მეტად გავრცელებული 13 გრამატიკული შეცდომის სწორ ფორმულირებას, რაც არცთუ იშვიათად, თავად პედაგოგებსაც კი ეშლებათ.
საშვალება - საშუალება
ბრთხილად - ფრთხილად
რამის - ლამის
ალბად - ალბათ
მასიური - მასობრივი
ბევრჯელ - ბევრჯერ
ექვსკურსია - ექსკურსია
შეურაწყოფა - შეურაცხყოფა
აფსოლუტურად - აბსოლუტურად
კვირეები - კვირები
ფაქტიურად - ფაქტობრივად
დათრგუნული - დათრგუნვილი
ამავდროულად - იმავდროულად