განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით კი ხუთშაბათს, 24 მარტს სწავლის დისტანციური მოდელი 1286-მა მოსწავემ აირჩია, ხოლო ონლაინიდან საკლასო ოთახში დაბრუნების გადაწყვეტილება 5602- მოსწავლემ მიიღო.ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.
სწავლის დისტანციური ფორმატის არჩევის შესაძლებლობით სარგებლობა შეეძლება საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს.
უსაფრთხოების ნორმების გაძლიერებისთვის, პირადი ნომრების შეყვანის შემდეგ, მშობელს საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომერზე გადაეგზავნება ერთჯერადი კოდი.
გაითვალისწინეთ, თუ მშობლის ნომერი არასწორია ან ის შეიცვალა, დაუყოვნებლივ აცნობოთ სკოლის ადმინისტრაციას, რათა ინფორმაცია ბაზაში სწორად აისახოს და შეძლოთ მოსწავლის რეგისტრაცია ან რეგისტრაციის გაუქმება.
იხილეთ:
ონლაინზე რეგისტრაციის პირობები შეიცვალა - emis-ის განმარტება