„მასწავლებლის გამოცდა ყველასთვის ფასიანია“ -  „ნაეკის“ პასუხი მასწავლებლებს
25-03-2022

მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრაციის ვადები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

აპლიკანტები მარტის დასაწყისიდან ელიან, როგორც რეგისტრაციის გამოცხადებას, ისე ტესტის ნიმუშებსა და სხვა დეტალებს. რამდენიმე დღის წინ კი მასწავლებლებისთვის ცნობილი გახდა, რომ გამოცდებში მონაწილეობა ფასიანი იქნებოდა. 

დამტკიცდა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საგნის გამოცდისათვის აპლიკანტმა თითოეულ საგანში 50 ლარი უნდა გადაიხადოს, ხოლო პროფესიული უნარებისათვის – 100 ლარი  - etaloni.ge პირველი იყო, რომელმაც მასწავლებელბს აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა, რამაც პედაგოგებში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია - აღშფოთება, ბრზი, გაოცება, უკმაყოფილება... ზოგიერთმა პედაგოგმა ინფორმაციის გადამოწმებაც გადაწყვიტა და ამისთვის თავად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, რომელმაც პედაგოგებს შემდეგი პასუხი გასცა:

დიახ, [გამოცდა] ყველასთვის ფასიანია. დეტალები რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება“.

იხილეთ: წამყვანობისა და მენტორობის გამოცდაში 100 ლარს გადაიხდით - მინისტრის გადაწყვეტილება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203