განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „ზოგადი განათლების რეფორმის“ ფარგლებში განათლების ექსპერტების მიერ მომზადებულ სხვადასხვა საგნის სწავლა სწავლებისა და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებულ საკითხებზე რესურსებს აქვეყნებს.
„სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე https://mes.gov.ge/ განთავსებულია, „ზოგადი განათლების რეფორმის“ ფარგლებში განათლების ექსპერტების მიერ მომზადებული 27 გადაცემა „ტელემეგზური“, რომელიც ეხება როგორც კონკრეტული საგნების სწავლა-სწავლებას, ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვასთან დაკავშირებულ ზოგად საკითხებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.