თბილისის N61 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა ილია ჭავჭავაძის დაბადების 180 წლისთავი აღნიშნეს.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ნაწყვეტები მწერლის ნაწარმოებებიდან, წერილებიდან, მოიგონეს ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია, წარმოადგინეს სცენები „ოთარაანთ ქვრივიდან“ და „კაცია-ადამიანიდან“.
როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ღონისძიებამ ცხადყო, რომ ილია ჭავჭავაძე მარად თანამედროვე, ყველასთვის საყვარელი და სათაყვანებელი მწერალი და მამულიშვილია.
მოსწავლეებს პედაგოგი ნუნუ ნებიერიძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები