დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის კვატიის სკოლის ლიტერატურული სალონის პირველი ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა
05-03-2018
დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის კვატიის საჯარო სკოლაში ლიტერატურული სალონის პირველი აქტიური ღონისძიება „პაემანი წიგნთან“ ჩატარდა.
ღონისძიების მიზნები იყო: წიგნისადმი დამოკიდებულების გაღრმავება, მკითხველთა რაოდენობის გაზრდა, ასევე აქტიური კითხვისა და მსმენელის, დისკუსიის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება.
სკოლის წარმომადგენლების თქმით, ლიტერატურული სალონის პირველი აქტიური ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს.