„ნუცას ბაგა-ბაღის“ აღსაზრდელებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
25-03-2022
„ნუცას ბაგა-ბაღის“ პატარები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნავენ.

ბაღის აღსაზრდელებმა, პედაგოგების ხელმძღვანელობით, ამჯერად, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე სლოგანით - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ აღნიშნეს.

პატარებმა ამ დღის სიმბოლო - ფერადი წინდები ხელებზე მოირგეს და აღმზრდელ-პედაგოგების ხელშეწყობით, ნამუშევრები შექმნეს.

„ნუცას ბაგა - ბაღი“ პატარების ცნობიერების ამაღლებაზე ყოველთვის აქტიურად ზრუნავს და მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციას აწვდის.

აღსანიშნავია, რომ „ნუცას ბაგა-ბაღში“ თითოეული ბავშვის ემოციურ, სოციალურ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა, ამიტომ ბაღის ორივე ფილიალის პატარები ყოველდღიურად სახალისო, შემოქმედებით და განმავითარებელ აქტივობებში არიან ჩართულნი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203