გუდაურის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა.
მასწავლებლები პერიოდულად ატარებენ საუბრებს, მოსწავლეებთან ერთად ეცნობიან და უყურებენ სხვადასხვა სამეცნიერო გადაცემებს იმის შესახებ თუ რა ზიანი მოაქვს არასწორ კვებას, თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკის მოხმარებას.
„იცხოვრე ჯანსაღად“ - ეს არის მოსწავლეთა დევიზი. სწორედ ამ თემით ჩაერთო სკოლის გუნდი კონკურსში „გაგვაცანი შენი სკოლა“.
გუნდს ეხმარება ისტორიის პედაგოგი ნაირა აფციაური. მათ უკვე გამოუშვეს თებერვლის თვეში კედლის გაზეთი აღნიშნულ თემაზე, ჩაატარეს შეხვედრები დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან, დაამზადეს პლაკატები და მოაწყვეს გასვლითი ღონისძიებები.
მთელი ზამთრის განმავლობაში მოსწავლეები აქტიურად ვარჯიშობენ სამთო სათხილამური სპორტში.
სკოლა ამაყობს თავის სპორტული მიღწევებით. სკოლის კურსდამთავრებულთა შორის არიან საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები, სხვადასხვა შეჯიბრებების გამარჯვებულები და მსოფლიო ოლიმპიადის მონაწილენი.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები