დაუშვებელია, სკოლაში განსაზღვრული სამუშაო საათების დროს დაკავდეთ პარალელური პროფესიული საქმიანობით - მინისტრის ბრძანება
27-03-2022

სკოლის ექიმის ფუნქცია-მოვალეობები საქმიანობის სტანდარტშია გაწერილი, თუმცა დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, თუ რა ეკრძალება სამედიცინო პერსონალს ზოგადასაგანმანათებლო დაწესებულებაში მუშაობისას.

კერძოდ, სკოლის ექიმი მოსწავლის ჯანმრთელობის პრობლემით მიმართვისას, მხოლოდ მის მიერ ჩატარებული სამედიცინო ჩარევით არ უნდა შემოიფარგლოს, „როცა სახეზეა მოსწავლის სამედიცინო დაწესებულებასთან მიმართვის აუცილებლობა“;

ასევე დაუშვებელია, სასწავლო დაწესებულებაში განსაზღვრული სამუშაო საათების დროს დაკავდეს პარალელური პროფესიული საქმიანობით (სკოლის ექიმს არ ეკრძალება პარალელური ინდივიდუალური საექიმო საქმიანობა ან სამედიცინო დაწესებულებაში საქმიანობა, თუმცა, აღნიშნული საქმიანობა უნდა განახორციელოს მხოლოდ სკოლის ექიმისთვის განსაზღვრული სამუშაო საათების მიღმა). ექიმი არ უნდა იყოს გულგრილი დაკისრებული მოვალეობების მიმართ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203