აღრიცხვის ჟურნალი სკოლაში 5 წლით ინახება
28-03-2022

სკოლის ექიმის საქმიანობის სტანდარტის მიხედვით, მან უნდა აწარმოოს აღირცხვის ჟურნალი, კონკრეტული პირის ავადობისა და მიმართვიანობის ზოგადი სიხშირის, კონკრეტული მიზეზით მიმართვიანობის სტატისტიკისა და სხვა მნიშვნელოვანი მონაცემების მარტივად ადმინისტრირებისთვის.

ჟურნალი უნდა მოიცავდეს ისეთ ზოგად ინფორმაციას, როგორიცაა: პაციენტის სახელი, გვარი, კლასი (ასაკი), მიმართვის თარიღი და მიზეზი.

სკოლის ექიმის მიერ წარმოებული სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი და სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმა წარმოადგენს სკოლის სამედიცინო დოკუმენტაციას, რომელიც შესაძლებელია წარმოებულ იქნეს როგორც ელექტრონულად, ისე ქაღალდის მატარებელზე და მასზე წვდომა ექნება სკოლის ექიმს/სკოლის ექთანს. სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი ინახება დახურვიდან 5 წლის ვადით, ხოლო სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმა მოსწავლის მიერ სკოლის დამთავრებამდე/სხვა სკოლაში გადასვლამდე, რის შემდეგაც გადაეცემა მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს/სრულწლოვან კურსდამთავრებულს სხვა დოკუმენტებთან ერთად. სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი 5 წლის ვადის გასვლის შემდეგ განადგურდება წაშლის/მატერიალურად განადგურების გზით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203