მასწავლებლებისთვის უნარების გამოცდაზე გასვლის საფასური შეიცვალა
27-03-2022

„საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, წამყვანობისა და მენტორობის გამოცდაზე გამსვლელებისთვის, უნარების გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური შემცირდა და 100-ის ნაცვლად, 50 ლარით განისაზღვრა.

ტესტირებაში მონაწილეობის საფასურს, რომელსაც იხდის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პირი და რომლის ოდენობაც თითოეულ საგანში/პროფესიულ უნარებში შეადგენს 50 ლარს“, - აღნიშნულია ჩხენკელის ბრძანებაში. 

მე-5 მუხლი განსაზღვრავს, ვის აქვს გამოცდაზე გასვლის უფლება:

„გამოცდის ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს ამ წესით დადგენილი პროცედურებით ტესტირებაზე დარეგისტრირებულ მასწავლებლობის მსურველს. 

პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის უფლება კი აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ უფროს ან წამყვან მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50% -იანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე“.

განმარტებისთვის ვიტყვით, რომ წინამდებარე ბრძანების გამოცემისთანავე, სადაც უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია 100 ლარით იყო განსაზღვრული, პედაგოგებში მწვავე რეაქციებმა იმატა - ისინი რეგისტრაციის თანხის საფასურს, ყველა შესაძლო საშუალებით აპროტესტებდნენ და როგორც ჩანს, რეგისტრაციის საფასურის განახევრება, სწორედ ამ პროტესტმა განაპირობა. 

იხილეთ ბრძანება, სადაც რეგისტრაციისთვის მასწავლებლებს 100 ლარი მოეთხოვებოდათ.

იხილეთ ასევე:

„მასწავლებლის გამოცდა ყველასთვის ფასიანია“ -  „ნაეკის“ პასუხი მასწავლებლებს

წამყვანობისა და მენტორობის გამოცდაში 100 ლარს გადაიხდით - მინისტრის გადაწყვეტილება

მასწავლებელთა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესი დამტკიცდა 

პრაქტიკოსები არც რეგისტრაციის თანხას გადაიხდიან და არც საგამოცდო ბარიერის დაძლევა მოუწევთ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203