შუხუთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღე ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით აღნიშნეს
06-03-2018
შუხუთის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის ირმა ემელიანოვას ხელმძღვანელობით, დედის დღეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „დედავ ძვირფასო“ მიუძღვნეს.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის პედაგოგმა ირინა გოგეშვილმა.
როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მსგავსი აქტივობით მეოთხეკლასელები, ხშირად ანებივრებენ პედაგოგებსა და მშობლებს: „მსგავსი აქტივობით მეოთხეკლასელები, ხშირად ანებივრებენ პედაგოგებსა და მშობლებს. ამიტომაც მოსწავლეებს, შემოქმედებითი უნარები მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული. ბავშვებმა თავიანთ დედიკოებს, საკუთარი ხელით დამზადებული ბარათები გადასცეს, სადაც მათი ფიქრები, ოცნებები და სურვილები გამოხატეს.“