„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ქალაქის N3 საბავშვო ბაგა-ბაღის პატარებისთვის ყოველი დღე დღესასწაულია. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი გაჯერებულია შემეცნებითი, განმავითარებელი და, რაც მთავარია, სახალისო აქტივობებით. ბაღში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ და პატარებს ამა თუ იმ დღესასწაულის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრებიან.
ბავშვებისა და მათი აღმზრდელ-პედაგოგებისთვის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც 3 მარტი. პატარებმა გაზაფხულის მოსვლასა და დედის დღეს პრეზენტაცია - „გაზაფხულს გილოცავ დედა“ მიუძღვნეს და ქალბატონებს ეს დღე ერთად მიულოცეს.
პატარები მრავალფეროვან აქტივობებში ჩაერთვნენ და ნიჭი და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: