ძლიერმა ქარმა თელავში რამდენიმე საბავშვო ბაღსა და 10-მდე კორპუსს სახურავი ნაწილობრივ გადახადა. მოგლეჯილმა მრავალწლიანმა ხეებმა ავტომობილები დააზიანა. შეფერხებაა ცენტრალურ გზებზე, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.
რეგიონის მასშტაბით ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც 30 ათასზე მეტი აბონენტი დენის გარეშეა დარჩენილი. ამ დროისთვის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
თელავის მერის. ლევან ანდრიაშვილის განცხადებით, „ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს და ზარალს უმოკლეს დროში დაითვლიან“