საქართველოს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებულმა ვლადიმერ აფხაზავამ რუსთავის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან, სკოლისა და ქალაქის პედაგოგებთან და ქალაქის მერთან სამოდელო გაკვეთილის სახით შეხვედრა მოაწყო.
შეხვედრაზე ლადო აფხაზავამ ისაუბრა საკუთარი გამოცდილების შესახებ, განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება აქტიურ მოქალაქეობას, პროექტულ სწავლებასა და სკოლების ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე.
შეხვედრაზე დაიგეგმა ლადო აფხაზავას, რუსთავის N16 საჯარო სკოლისა და ქალაქის მერის ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობები.
იხილეთ ფოტოები