მასწავლებლებისთვის, გამოცდაზე გასასვლელად რეგისტრაცია უკვე გამოცხადდა - მომავალმა აპლიკანტებმა ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად, 50 ლარი უნდა გადაიხადონ; რამდენად მისაღებია მათთვის მსგავსი გადაწყვეტილება, ეს ცალკე საუბრის თემაა, თუმცა ფაქტია, ათასობით პედაგოგი მოისურვებს კომპეტენციის დადასტურებას.
ცნობილია, რომ გამოცდა საგანსა და პროფესიულ უნარებში, ზაფხულში ჩატარდება, თუმცა საინტერესო ისაა, როდის გამოქვეყნდება ტესტირებების განრიგი?
ამ კითხვაზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხობს, რომ დეტალური ინფორმაცია განრიგის შესახებ მაისამდე არ ეცოდინებათ აპლიკანტებს:
„გამოცდების განრიგი მაისში გამოქვეყნდება“ - აღნიშნულია „ნაეკის“ პასუხში.