მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია დაიწყო. აპლიკანტებს გამოცდაზე რეგისტრაცია მხოლოდ ერთ საგანში შეუძლიათ. თუმცა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რა შემთხვევაში შეუძლია აპლიკანტს სხვადასხვა მიმართულებით გავიდეს გამოცდაზე.„ყველა მსურველს უფლება აქვს აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. ამასთან, პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილე დამატებით ვერ აირჩევს რეგისტრაციის დროს საგნის გამოცდას“, - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ:
მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაცია 29 მარტიდან იწყება - დეტალები