„ემისი“ დღეს ტრენინგს ჩაატარებს - დეტალები 
29-03-2022

საშუალო საფეხურის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებით დაინტერესებული პირებისთვის ​ვებინარი ჩატარდება​, - აღნიშნულ ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. 

 ვებინარი 29 მარტს 19:00 საათზე ჩატარდება;  ვებინარის ბმული: https://cutt.ly/WDxCmpe

შეხვედრის მონაწილეები გაეცნობიან გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის, www.grifireba.emis.ge-ს, მოხმარებას.

აღნიშნული ფორმით რეგისტრაციის მიზანია, სახელმძღვანელოების გრიფირების მართვის ელექტრონიზაცია და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

სისტემის დახვეწის პროცესში გათვალისწინებული პოტენციურ ავტორთა მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები და წინადადებები.

ტრენინგს გაუძღვება საგანმანათლებლო ინოვაციების და ტექნოლოგიების სამსახურის პროექტის მენეჯერი - ლადო იმედაძე.

შეხვედრას დაესწრებიან განათლების და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203