ვისთვის არის მასწავლებლის გამოცდა უფასო -  „ნაეკის“ განმარტება
30-03-2022

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე დასარეგისტრირებლად თანხას მხოლოდ პრაქტიკოსი და სპეციალური პრაქტიკოსი მასწავლებლები არ გადაიხდიან.

საგნის, სპეციალური უფროსი მასწავლებლისა და პროფესიული უნარების გამოცდებში მონაწილეობის საფასურია 50 ლარი.

გაითვალისწინეთ, რომ პროგრამა არ მოგცემთ რეგისტრაციის დასრულების საშუალებას, თუ გადახდილი არ გაქვთ  ტესტირებაში მონაწილეობის საფასური. 

ადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

  1. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  2. ვებგვერდზეepay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი - იხილეთ გადახდის დეტალური ინსტრუქცია;
  3. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  4. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge- საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი

იხილეთ გადახდის დეტალური ინსტრუქცია. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203