„ეტალონმა“ დღეს ისევ გაგვახარა! - ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლა
06-03-2018
ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური ჩატარდა. I ეტაპზე წარმატებული მონაწილეობისათვის, სკოლის მოსწავლეებს: თეა ცეცხლაძეს, ლაშა ბოლქვაძეს, ოთარ ხოზრევანიძეს, გიული კოჩალიძეს, მარეხი კოჩალიძეს, ლერი ცეცხლაძეს და ზურაბ ბოლქვაძეს „ეტალონის“ წარმატების მოწმობები გადასცეს სკოლის დირექტორმა ლიანა ბოლქვაძემ და ხულოს რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ.
როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, „ეტალონმა“ ისინი ისევ გაახარა:
„ეტალონმა ისევ გაგვახარა. ჩვენი სკოლის მოსწავლეები წარმატების მოწმობებით დააჯილდოვა და ამით წაახალისა და მეტი სტიული მისცა ბავშვებს.“