გამოცდებზე რეგისტრაციის დასრულებამდე „ნაეკი“ ბოლო შეხვედრას გამართავს
30-03-2022
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 4 აპრილს სრულდება.  მეთორმეტეკლასელთა მეტი ინფორმირების მიზნით ცენტრი კიდევ ერთ ღია კარის დღეს მართავს, რომელიც მთლიანად რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნება.
 
საინფორმაციო შეხვედრა 31 მარტს, 12:30 საათიდან 13:30 საათამდე Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. იხილეთ ბმული.
 
აბიტურიენტების კითხვებს უპასუხებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე და ცენტრის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი მაია გაბუნია. გამოსაცდელები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ და სად უნდა გაიარონ რეგისტრაცია, რომელია ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები, რა უნდა გაითვალისწინონ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას და სხვ.
 
საინფორმაციო ხასიათის ონლაინ შეხვედრები აბიტურიენტებთან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით დეკემბრის თვიდან იმართება. მომდევნო ღია კარის დღის შესახებ ინფორმაცია ცენტრის ვებგვერდზე მომავალი კვირის დასაწყისში განთავსდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203