შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ სატელევიზიო ეთერში კიდევ ერთხელ ისაუბრა მასწავლებელთა გამოცდების შესახებ და განმარტა, ვის მოუწევს საგნის და ვის - პროფესიული უნარების ტესტის ჩაბარება.
გორგოძემ ასევე აღნიშნა, რომ წელს პირველად ტარდება გამოცდა წამყვანობისა და მენტორობის მსურველთათვის:
„აპლიკანტს საგნის გამოცდაში მაქსიმალური ქულების 50 პროცენტი მაინც უნდა ჰქონდეს მიღებული, სხვა შემთხვევაში, ტესტირებას ვერ გაივლის. ესაა გამოცდა, რათა მასწავლებლებმა აიმაღლონ სტატუსი და შესაბამისად მოემატოთ მათ ხელფასი“.
ასევე განმარტა, საგნის გამოცდაზე გასვლა შეუძლიათ როგორც მოქმედ მასწავლებლებს რომლებსაც არ აქვთ უფროსის სტატუსი, ისე მაძიებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს, ხოლო პროფესიულ უნარებზე გასვლას ის უფროსის სტატუსის მქონე პედაგოგები შეძლებენ, რომლებსაც საგნის გამოცდაზე 50%-იანი ზღვარი აქვთ გადალახული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ როგორც საგნის ისე პროფესიული უნარების გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.
იხილეთ: ჯერ დარეგისტრირდეთ და მერე გადაიხადოთ თუ ჯერ გადაიხადოთ და მერე დარეგისტრირდეთ?
ვისთვის არის მასწავლებლის გამოცდა უფასო - „ნაეკის“ განმარტება