თუ სავალდებულო ტრენინგებზე ვერ დარეგისტრირდით - როგორ უნდა მოიქცნენ მასწავლებლები
30-03-2022

მასწავლებლის სახლი სტატუსიანი პედაგოგებისთვის სავალდებულო ტრენინგებს იწყებს. რეგისტრაცია უკვე დასრულებულია და როგორც დაანონსებული იყო, ვებინარები ონლაინ-რეჟიმში 1 აპრილიდან უნდა დაიწყოს. საინტერესო კი ისაა, რა უნდა ქმნან იმ მასწავლებლებმა, რომლებმაც დარეგისტრირება ჯანმრთებლობის მდგომარეობის გამო, ან სხვა მიზეზით ვერ მოასწრეს?

აღნიშნული კითხვით etaloni.ge-მ მასწავლებლის სახლს მიმართა, სადაც გიპასუხეს, რომ თუ მასწავლებელმა რეგისტრაციის გავლა ვერ მოახერხა, უნდა მიმართოს დირექციას, რომელიც თავის მხრივ ინფორმაციას მიაწვდის რესურსცენტრს, მასწავლებლის სახლი კი საკითხს განიხილავს, თუმცა დაკმაყოფილდება თუ არა მასწავლებლის თხოვნა სავალდებულო ტრენინგებზე რეგისტრაციის თაობაზე, ამის წინასწარ თქმა რთულია:

„შეგიძლიათ მიმართოთ დირექციას, მასწავლებლის სახლი თქვენს საკითხს განიხილავს, თუმცა ვერ დაგპირდებით, რომ თქვენი თხოვნა აუცილებლად დაკმაყოფილდება...“ - განაცხადეს ოფიციალურ უწყებაში.

იხილეთ: რომელ პედაგოგებს არ ეკუთვნით სავალდებულო ტრენინგების გავლა?

რა სახის ტრენინგები ჩაუტარდებათ უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს - მოდულების ჩამონათვალი
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203