საგარეჯოს N1 საჯარო სკოლაში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა.
სკოლის წარმომადგენლებმა მშობლებს სასკოლო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
„საგარეჯოს N1 საჯარო სკოლაში ძალიან აქტიური მშობლები გვყავს. ჩვენ ისინი წავახალისეთ და სასკოლო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადავეცით. ეს ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევაა. ყველა მშობელს მოვუწოდებთ იყვნენ აქტიურად ჩართულები თავიანთი შვილების აღზრდა-განათლების საკითხში,“- აღნიშნეს საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა.
იხილეთ ფოტოები