„კოვიდპანდემიის პერიოდში საქართველოს პარლამენტმა მთავრობის საქმიანობის ეფექტური კონტროლი ვერ განახორციელა. ნათლად გამოიკვეთა ყველა ის პრობლემა, რაც ზოგადად, საქართველოში, საპარლამენტო ზედამხედველობას ახასიათებს“, - აღნიშნულ ინფორმაციას „საერთაშორის გამჭვირვალობა სქარტველო“ ავრცელებს.
ოფიციალურ ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ პარლამენტს დარღვევები ჰქონდა განათლების მიმართულებითაც.
კერძოდ: „ონლაინ სწავლების საკითხთან დაკავშირებით, განათლების კომიტეტის სხდომაზე არ მოუწვევიათ განათლების მინისტრი. ამ საკითხზე განათლების კომიტეტმა პანდემიის დაწყებიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შექმნა თემატური მოკვლევის ჯგუფი“, - საუბარია ანგარშში და ასევე, ირკვევა, რომ 2020 წელს, არ ჩატარებულა მინისტრის საათი, სადაც მიხეილ ჩხენკელი უნდა ყოფილიყო მიწვეული.