„ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის №529 განკარგულებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, ეპიდემიური საფრთხის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, შინაგანაწესის შესაბამისად განსაზღვროს დაწესებულების თანამშრომელთა სამუშაო (მათ შორის, დისტანციურ) რეჟიმზე ყოფნის წესები და პირობები.
განკარგულება, რომელსაც ხელს პრემიერი აწერს უკვე ძალაშია და შენიშვნის სახით აღნიშნულია, რომ „დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა არ ნიშნავს სამუშაო საათების შემცირებას ან თანამშრომელთა შვებულებაში ყოფნას. საჭიროების შემთხვევაში, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასული თანამშრომელი სამსახურში მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ (არაუგვიანეს 1 საათისა) უნდა გამოცხადდეს. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს (რომელიც კოვიდინფიცირებულის კონტაქტია) უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება“